logo
ENG



ბულგარეთი გაზპრომთან ხელშეკრულებას არ განაახლებს

19 მარ 202220:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/19/9yi3qbw0p4wie54.jpg

ბულგარეთი ვიცეპრემიერის ასსენ ვასილევის განცხადებით, ქვეყანა რუსულ გაზპრომთან კონტრაქტს არ განაახლებს. ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. 

როგორც ვიცეპრემიერმა აღნიშნა, ბულგარეთი ბუნებრივი აირის მისაღებად ალტერნატიულ გზებს განიხილავს, მათ შორის ევროკავშირთან ერთობლივი კონტრაქტის გაფორმებას. 

ბულგარეთი თითქმის მთელ მარაგს, ბოლო 10 წლის განმავლობაში სწორედ გაზპრომისგან იღებს, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლის ბოლოს იწურება. 

"ამ სიტუაციაში გაზპრომთან ნებისმიერ მოლაპარაკებაზე საუბარი შეუძლებელია. გავმართეთ მოლაპარაკებები საბერძნეთთან და ასევე თურქეთთან, რათა გამოვიყენოთ არსებული ინფრასტრუქტურა. ასევე გვაქვს კონტრაქტი აზერბაიჯანთან ", - აღნიშნა ვასილევმა


close დახურვა