logo
ENG



ბულგარეთი უკრაინას პირველად მიაწვდის სამხედრო დახმარებას

10 დეკ 202221:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/10/d1m5z9bji7odjir.jpg
სოფია, ბულგარეთი - უკრაინის მხარდასაჭერი მშვიდობიანი მარში 2022 წლის 24 მარტს

ბულგარეთი უკრაინას პირველად მიაწვდის სამხედრო დახმარებას. ბულგარეთის პარლამენტმა ომის დაწყების შემდეგ პირველი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბულგარეთის პარლამენტს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორით გაიზარდა.

„იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც უკრაინას უსაფრთხოების კუთხით დახმარებას უგზავნიან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორით გაიზარდა. მადლობას ვუხდი ბულგარეთის პარლამენტს მისი ისტორიული კენჭისყრისთვის უკრაინისთვის პირველი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებაზე. ის მალე ჩამოვა რომ გააძლიეროს ჩვენი ჯარი და ჩვენი გამარჯვება კიდევ უფრო მოაახლოოს“ - განაცხადა კულებამ.

ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინას მსუბუქ შეიარაღებასა და ტყვია-წამალს გადასცემენ. სამინისტრო აცხადებს, რომ სამხედრო დახმარების პაკეტი არ მოიცავს C300, MiG-29 ან Su-25 საბრძოლო თვითმფრინავებს.


close დახურვა