რეგიონული პროკურატურის ცნობით, ბულგარეთის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ბურგასში 436 კილოგრამამდე ჰეროინი აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, ნარკოტიკი ერთ-ერთი გემის დეკლარირებულ ტვირთში ინახებოდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ყირგიზეთიდან საქართველოში შევიდა და შედგომ ბათუმის პორტიდან ბულგარეთში გადავიდა. ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილი ჰეროინის საერთო ღირებულება 38 მილიონ აშშ დოლარამდეა.
ტვირთი საბოლოოდ საბრძნეთის ქალაქ ალექსანდრუპოლისში უნდა ჩაეტანათ. ნარკოტიკი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც შეამჩნიეს, რომ ტრაილერი პორტში უჩველოდ დიდი ხნით გაჩერდა.
ბულგარეთმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპისკენ ნარკოტიკების გადაზიდვის გზაზე მდებარეობს, ბოლო წლებში ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.