შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან დრონი ორ სავაჭრო გემს შეეჯახა, რომელთაგან ერთი ჩაიძირა, მეორეს კი ხანძარი გაუჩნდა.
ქალაქ ვარნას საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა რუმენ ნიკოლოვმა განაცხადა, რომ ერთი გემი ჩაიძირა და მისი ეკიპაჟის წევრები დაკარგულად ითვლებიან, ხოლო მეორე გემზე მყოფი მეზღვაურები მაშველებმა გადაარჩინეს.
ერთი გემი ABLE პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს, მეორე გემი ALFA WATAN ტოგოს დროშის ქვეშ გადაადგილდება.
უპილოტო საფრენი აპარატების წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის დაკისრებია.
ბულგარეთის მთავრობა საგანგებო სხდომას იწვევს.
მანამდე, 5 ოქტომბერს შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს რუსული დრონი მოხვდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 2 წევრი დაიღუპა, მათ შორის გემის კაპიტანი.
გემს უკრაინული მარცვლეული იტალიაში გადაჰქონდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გემზე აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა გემის კაპიტანი, ერთი ადამიანი დაკარგულად ითველბა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობისა და დეესკალაციის შეთავაზებების მიუხედავად, სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ტერორს აგრძელებს.
