logo
ENG



ბულგარეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

29 ნოე 202412:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/29/206t7z1pb1x6d6o.jpg

ბულგარეთში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის X-ზე წერს.

ელჩის თქმით, 20 წელზე მეტია დიპლომატიურ სამსახურშია და ამ პერიოდის განმავლობაში, კოლეგებთან ერთად, აქტიურად ცდილობდა საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინ წაწევას და პარტნიორებთან - ძლიერი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების შენებას, განსაკუთრებით აშშ-სთან.

ის აღნიშნავს, რომ ამ დაუღალავ მცდელობებს არაფრის ფასად არ უნდა გამოეთხაროს ძირი.

ოთარ ბერძენიშვილი სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს და გმობს მათ წინააღმდეგ ძალადობას.


close დახურვა