logo
ENG



ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

09 დეკ 201907:11
3 წუთის საკითხავი
 
iiyy9mg0t2tcilh.jpg

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ბუნებრივი აირის ნამწვით 32 წლის ქალი გარდაიცვალა, მისი 22 წლის ძმა კი მოიწამლა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, ძმა კი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.  

როგორც „ფორმულას“ საავადმყოფოს ექიმმა მაია თოფჩიშვილმა განუცხადა, საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

„შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა ამოყვანილი. პაციენტის მდგომარეობა რჩებოდა კრიტიკული, ხოლო 17:45 წუთზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა თოფჩიშვილმა.

„თბილისი ენერჯიში" აცხადებენ, რომ ბინაში აკრძალული დანადგარები ივნისის თვეში ერთხელ უკვე ჩახსნეს, თუმცა ხელმეორედ, კუსტარულად ისევ დააერთეს. გავრცელებული ინფორმაციით და-ძმა მიხეილ მესხის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

  

 


close დახურვა