ბურკინა-ფასოში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა.
სამხედრო ბაზას ალ-ქაიდასა და ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ისლამისტი მებრძოლების ჯგუფი დაესხა თავს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჯიბოს დასახლებასთან მოხდა.
ადგილობრივი შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად 18 თავმდამსხმელის ლიკვიდირება მოხერხდა. ისლამისტი მებრძოლები პერიოდულ თავდასხმებს 2015 წლიდან ახორციელებენ.