მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა ბურკინა ფასოში. ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.
თავდასხმა ოთხშაბათს განხორციელდა - ჯიჰადისტმა სამხედროებმა დაარბიეს სამოქალაქო კოლონა, რომელსაც სამხედრო პოლიცია ქალაქ არბინდას სიახლოვეს აცილებდა.
თავდასხმის შედეგად 59 მშვიდობიანი მოქალაქე, 6 სამხედრო და 15 სამხედრო პოლიციელი დაიღუპა. ადგილზე გარდაიცვალა 47 ადამიანი.
ძალადობა საჰელში, რომელიც საჰარის უდაბნოს სამხრეთ ნაწილს ესაზღვრება, ბოლო წლებში გაძლიერდა. რეგიონში გაეროს, რეგიონული და დასავლური ქვეყნების ათასობით ჯარისკაცია მობილიზებული.
მალიში, ნიგერსა და ბურკინა ფასოში ძალადობასა და თავდასხმებს 2018 წელს ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და საცხოვრისის დატოვება მოუწია მილიონობით ადამიანს.