logo
ENG



ბურჯანაძე: 2025 წელს იანვრიდან თებერვლამდე 1532-ით არის გაზრდილი პატიმართა საერთო რაოდენობა

13 ოქტ 202511:24
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/13/q607wso3q3vmk5j.jpg

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩევლის გიორგი ბურჯანაძის ცნობით, 2025 წელს, იანვრიდან თებერვლამდე 1532-ით არის გაზრდილი პატიმართა საერთო რაოდენობა საქართველოში.

"8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა. 100ით მეტი ქალი და 1432-ით მეტი კაცია ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 8 თვეში. 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა ამდენი პატიმარი ერთად ციხეში"- წერს ბურჯანაძე და პენიტენციური სისტემის სტატისტიკას აქვეყნებს.


close დახურვა