logo
ENG



ბურჯანაძე: აუცილებლად გამოიყენეთ დარჩენილი დრო, რომ მიხვიდეთ არჩევნებზე

31 ოქტ 202019:29
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ დარჩენილი დრო გამოიყენონ და არჩევნებზე მივიდნენ:

"კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ აუცილებლად გამოიყენეთ დარჩენილი დრო იმისათვის, რომ მიხვიდეთ არჩევნებზე და თქვენი არჩევანი გააკეთოთ.

მიდით არჩევნებზე, აირჩიეთ ძალა და გამოცდილება, იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე და ქვეყანა ნორმალურად განვითარდეს

ის რასაც ჩვენ დღეს ვხედავდით ეს არის ქართული ოცნების 8 წლიანი მმართველობის აბსოლუტური დამსახურება. ეს მიუღებელია ჩვენთვის, თითოეული თქვენგანისთვის.

იცოდეთ, ყველა ხმა, რომელიც ახლა თქვენ უნდა მოგვცეთ არის გადამწყვეტი",-ამბობს ბურჯანაძე.

დღეს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. საქართველო X მოწვევის პარლამენტს, წინა წლებისგან განსხვავებული სისტემით ირჩევს - მეათე მოწვევის პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სიით შეივსება, 30 - მაჟორიტარულით.


close დახურვა