რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია კვლავ გრძელდება. სიტყვით გამოდიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომელთა მთავარი გზავნილი ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.
ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს და მას გაყალბებულად აფასებს.
არჩევნების შედეგების დარღვევასა და დისბალანსზე არასამთავრობო სექტორიც ამახვილებს ყურადღებას.