„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩარევას არ აპირებს. როგორც მოსკოვიდან ჩამოსულმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია მშვიდობიანად მოაგვარებენ არსებულ პრობლემებს.
"მნიშვნელოვანი თემა გახლავთ ის, რომ, განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კარგად ხედავენ, რომ საქართველოში კრიზისია. რუსეთის უმაღლესმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად გააკეთეს განცხადება, რომ რუსეთი არ ჩაერევა ამ თემაში, რადგან ესაა საქართველოს საშინაო საქმე და მოხარული იქნება, თუ მშვიდობიანად გადაწყდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.