იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" მეკარე - ჯანლუიჯი ბუფონი სერია ა-ს რეკორდსმენი გახდა.
„ტორინოს" წინააღმდეგ მან 648-ე მატჩი ჩაატარა და იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ყველაზე მეტი თამაშის ავტორი გახდა.
გუშინდელი თამაშით მან ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს, პაოლო მალდინის გადაასწრო, რომელსაც სერია ა-ში 647 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი "იუვენტუსში" 2001 წლიდან ირიცხება.