logo
ENG



ბუქარესტის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა

30 მაი 202217:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/30/6ejhp9eg2xabwrn.png

ბუქარესტში, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბიუსტი კახა კალაძემ რუმინელ კოლეგასთან ნიკუშორ დანთან ერთად გახსნა.

ბუქარესტის მერის განცხადებით, მათთვის დიდი პატივია, გაიხსნას ძეგლი, რომელიც ეპიკური პოემის ვეფხისტყაოსნის ავტორს ეკუთვნის.

"ჩვენთვის დიდი პატივია, გავხსნათ ძეგლი, რომელიც ქართული ლიტერატურის ყველაზე დიდებულ წარმომადგენელს, ეპიკური პოემის ვეფხისტყაოსნის ავტორს ეკუთვნის. როდესაც ვსაუბრობთ წიგნზე, ლიტერატურის ნიმუშზე, ვაქცევთ ყურადღებას, რომ ის მისი დაწერიდან ბევრი წლის შემდეგ იკითხებოდეს, რაც ხაზს უსვამს პოეტის უნივერსალობას, რომელიც გადმოსცემს ერის ღირებულებებს და მის მიერ დაწერილი სიტყვებისთვის პატივისცემას იმსახურებს. ასევე, ხაზს უსვამს და ამტკიცებს, რომ ლიტერატურა და პოემა ეკუთვნის ყველას, მიუხედავად წარმომავლობისა და ეროვნებისა", - მერიის ცნობით, თქვა ბუქარესტის მერმა.

მანამდე კალაძემ ბუქარესტის მერთან ერთად ხელი მოაწერა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას.


close დახურვა