logo
ENG



ბუღაძე: მადლობა ივანიშვილს, თავისი ტყუილებით ყველა გააერთიანა

23 ნოე 201923:07
3 წუთის საკითხავი
 
e3pvkoeg0pkayro.jpg

მხატვარი გია ბუღაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების და წინსვლის ერთადერთი წინაპირობა ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლაა. როგორც ბუღაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა, ივანიშვილი მშვიდობიანი გზით უნდა წავიდეს. 

"მომწონს ძალიან ეს ფორმულა - ერთად ერთის წინააღმდეგ. ეს არის ჩემთვის მთავარი ფორმულა და რა თქმა უნდა, ეს ადამიანი შიშველი ხელებით უნდა მოვაშოროთ პოლიტიკურ ძალაუფლებას. ეს არის ერთადერთი გამოსავალი და მერე ვნახოთ, რა იქნება. მადლობას ვეუბნები ბიძინას, ტყუილების გამო, ამ მატყუარა კაცს, რომ გააერთიანა ყველა. როდესაც ვნახე "ლეიბორისტების" ოფისში როგორ ისხდნენ ყველანი, გავგიჟდი. პარადოქსია, ქართული პოლიტიკა უცნაური რამ არის", - განაცხადა გია ბუღაძემ.


close დახურვა