logo
ENG



ბუჩაში კიდევ ერთი მასიური საფლავი იპოვეს, სადაც 3 უკრაინელის ცხედარია

30 აპრ 202216:42
3 წუთის საკითხავი
 
Reuters

კიევის რეგიონის პოლიციის ინფორმაციით, ბუჩაში კიდევ ერთი მასიური საფლავი იპოვეს 3 ადამიანის ცხედრით.

საფლავი სოფელ მიროცკეს სიახლოვეს, ტყეში იპოვეს. დაღუპულებს ხელები შეკრული ჰქონდათ, სახეზე კი ნაჭერი ჰქონდათ შემოხეული. ცხედრებს წამების კვალი და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ტყვიის ჭრილობები ეტყობათ.

პოლიციის ცნობით, ისინი რუსმა სამხედროებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს.

პირველადი ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინის მოქალაქეებზე წამების კვალის დაფარვა სცადეს, ამიტომ ჩაყარეს ცხედრები თხრილში და მიწით დაფარეს.

„მსხვერპლს დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ, მათ კიდურებზე ტყვიების კვალი ვიპოვეთ. ბოლოს კი თითოეულ მათგანს ყურში ესროლეს. კიდევ ერთი მასიური საფლავი ბუჩას დასახლებაში, მრავალტანჯულ დასახლებაში სადაც 1 000-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს და აწამეს“, - განაცხადა კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ნებიტოვმა.

საერთო ჯამში ამ დრომდე კიევის რეგიონში ოკუპანტების მიერ მოკლული 1 202 უკრაინელის ცხედარი იპოვეს.


close დახურვა