logo
ENG



ბუჩუკურის თქმით, ტყიბულში სკოლის დირექტორის მოადგილე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

10 სექ 202412:28
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ხობისა და სენაკის შემდეგ ტყიბულის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბუჩუკურის თქმით, დირექტორის მოადგილის შვილი პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრია.

"ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანა ამბროლაძე შვილის. მაკა შარვაძის პოლიტიკური საქმიანობისა და "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრობის გამო, გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას სკოლის ახალმა დირექტორმა, მაკა გაბელაშვილმა გააცნო, რომელიც იმავდროულად ოცნებამ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. მაკე გაბელაშვილი სკოლის სამეურვეო საბჭომ ორჯერ დაიწუნა, თუმცა ის მაინც დაინიშნა სკოლის დირექტორად", - თქვა ბუჩუკურმა ბრიფინგზე.

მანამდე პარტიის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ მათი გუნდის მხარდაჭერის გამო, ხონისა და სენაკის სკოლის დირექტორები სამსახურიდან გაათავისუფლეს.


close დახურვა