logo
ENG



გაბაშვილი: ხელისუფლებამ ამ ქვეყნის უსაფრთხოება გადააბარა რუსეთს

22 ნოე 201912:45
3 წუთის საკითხავი
 
l3h10jz0m7h7zjp.jpg

ოპოზიცია ვაჟა გაფრინდაშვილის პირადი ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე ხელისუფლებას აკრიტიკებს. "ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი გაბაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაფრინდაშვილი ტყვეობიდან დაიხსნან. მისივე განცხადებით ხელისუფლებამ რუსეთს ჩააბარა ამ ქვეყნის უსაფრთხოება. 

„ეს საკითხი არის საერთოდ სამარცხვინო. თურმე საქართველომ მისი სატელეფონო კომუნიკაციები, საბანკო ანგარიშები, გადმორიცხვები მოძრაობა, ანძები ყველაფერი არის საცერივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროებისთვის. სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ ესეც დანაყოფია რუსეთის უშიშროების. ეს არის სამარცხვინო ვითარება, როცა ამდენად ინფილტრირებულია ჩვენი სპეცსამსახურები ამ ხელისუფლებამ უსაფრთოება ამ ქვეყნის გადააბარა რუსეთს, როგორც პოლიტიკურად, ასევე იმ თვალსაზრისით, რასაც ქვია სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო მუშაობა“,-განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარეც. არჩილ თალაკვაძის თქმით, ტელეფონზე სავარაუდო მოსმენის, ფაქტი ნებისმიერ შემთხვევაში უკანონოა. თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი პირველ რიგში ვაჟა გაფრინდაშვილის დახსნაა ოკუპირებული ტერიტორიიდან.

„თუ იყო კონტაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მობილურ ტელეფონზე სავარაუდოდ ტექნიკურად აქ მოსმენის, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უკანონია, შესაძლებლობა სავარაუდოდ ექნებოდა საოკუპაციო რეჟიმს და იმ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციას, რომელიც ამ ოკუპაციაზე არის პასუხისმგებელი. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. როდესაც ის გათავისუფლდება, შემდეგ უკვე გარემოებაზე დეტალურად იქნება შეფასებები გაკეთებული, ვინაიდან პირველ რიგში ჩვენთვის საინტერესოა ინფორმაცია, რომელსაც თვითონ მოგვაწვდის“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო ჩანაწერებს, მისი გადაადგილებისა და საბანკო ოპერაციების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნა.

 


close დახურვა