logo
ENG



გაბედე: პროკურატურამ მაჩალიკაშვილს საქმეზე კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო

28 იან 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის კანცელარიასთან მოძრაობა „გაბედეს“ მდუმარე საპროტესტო აქცია იმართება. აქტივისტები მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით მოხდა იმის დადასტურება, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელისუფლება ამ გზით ცდილობს დამალოს ის დანაშაული, რომელზეც მაჩალიკაშვილის ოჯახი საუბრობს. აქციის მონაწილეებმა დაწვეს ის პლაკატები, რომელიც მათ ჰქონდათ წარმოდგენილი.

„სამარცხვინო ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფმა პროკურატურამ მიიღო კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ისინი ცდილობენ, რომ დამნაშავეებს ხელები დააფარონ, ქმნიან დაუსჯელობის სინდრომს და ცდილობენ რომ ჩვენ დაგვაშინონ, რომ ვითომ დაუცველია თითოეული ქართველი, მაგრამ ჩვენ ამას არ ავიტანთ და მხარში ვუდგავართ მაჩალიკაშვილის ოჯახს. მოძრაობა „გაბედე“ გააგრძელებს პროტესტს ამ საქმესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთმა აქტივისტმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მოცემულ საქმეზე გამოძიება შეწყდა.


close დახურვა