პოლიტიკოსებისა და მედია წარმომადგენლების პროცესების პარალელურად, საქალაქო სასამართლოში „გაბედეს" აქტივისტების სასამართლო სხდომაც გაიმართება. უწყებაში ბექა ნათელაშვილის, თორნიკე ჯავახიშვილის, ნიკა და ბექა პეტრიაშვილიებისა და ოთარ ბექაურის ბრალეულობაზე იმსჯელებენ. სხდომაზე მხარეების მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება, ასევე ისინი ახსნა-განმარტებას წარმოადგენენ.
ბექა ნათელაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს, მათ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ აქვს.
„გვედავებიან პოლიციელების შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობას. თურმე, პოლიციელებს შეურაცხყოფას ვაყენებდით იქ, სადაც ყველა ტელევიზია იყო, უამრავი ხალხი იყო და სადაც აქცია მიმდინარეობდა. ჩვეულებრივი რეპრესიებია სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. იგივე რეპრესიებს ახორციელებენ პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, ტელევიზიების მფლობელების წინააღმდეგ და ყველას წინააღმდეგ, ვინც მათ იდეებს არ ეთანხმება“, - აცხადებს ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „გაბედეს“ აქტივისტებს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.