logo
ENG



გაბედეს აქტივისტებს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

17 თებ 202014:36
3 წუთის საკითხავი
 
67c7kyvwyf32jth.jpg

მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტების პროცესი დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. უწყებაში ბექა ნათელაშვილის, თორნიკე ჯავახიშვილის, ნიკა და ბექა პეტრიაშვილიებისა და ოთარ ბექაურის ბრალეულობაზე მსჯელობდნენ. მოძრაობა „გაბედეს“ ხუთივე წევრი მოსამართლემ ნაწილობრივ გაამართლა. სიტყვიერ შეურაცხყოფაში გაბედეს აქტივისტები გამართლდნენ. რაც შეეხება მეორე ბრალს, რომელიც შეეხება დაუმორჩილებლობას, მოსამართლე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

„ხუთივე ადამიანს მოგვცეს სიტყვიერი გაფრთხილება. მტკიცებულება ქონდათ ფეისბუკ-ლაივი. პოლიციელებმა სამხრე კამერების ჩანაწერები არა თუ ვერ წარმოადგინეს“, - განაცხადა გაბედეს აქტივისტმა ბექა ნათელაშვილმა.

აქტივისტების უფლებადამცველის თქმით კი, პოლიციელები ცრუობდნენ.

„გაბედეს წევრებს ედავებოდნენ ორ მუხლში. სამწუხაროდ, პოლიციელები მთლიანი პროცესის განმავლობაში ცრუობდნენ. თითქოს, გაბედეს წევრების მხრიდან ხდებოდა ლანძღვა - გინება. რაც შეეხება 173-ე მუხლს, მოსამართლემ ლმობიერება გამოიჩინა და შემოიფარგლა სიტყვიერი გაფრთხილებით“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ აქტივისტები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სუს-ის წინ დააკავეს, როდესაც ზებრა გადასასვლელზე გადადიოდნენ.  


close დახურვა