სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისულ აქციის მონაწილეებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარებზე ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევენ.
„საუბედუროდ, სალომე ზურაბიშვილი ფარად იყენებს იმ პოლიციას, რომელი პოლიციელების მკვლელებიც თავად შეიწყალა რამდენიმე თვის წინ. პრეზიდენტი ამ პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობის ფონზე მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ ძვირადღირებული ჭაღები შეიძინოს. ის ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ეს ჯაჭვი და ბოქლომი დაედოს მის შესასვლელს. ეს არის აბსოლუტურად კანონიერი. ჩვენ არ ვახდენთ შესასვლელის ბლოკირებას. გვინდა, რომ კარებზე დაედოს ბოქლომი იმის ნიშნად, რომ მისი მომავალი არის ჯაჭვი და ბოქლომი იმ შემთხვევაში, თუ ის ასეთ პოლიტიკას გააგრძელებს,“ - აცხადებს მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთი მონაწილე.
„დაბოქლომების“ აქცია, რომელმაც უკვე მთელი საქართველო მოიცვა, გრძელდება.