logo
ENG



გაბედეს წევრებმა სოფიო კილაძეს 41 ვერცხლის მონეტა მიუტანეს

05 დეკ 201915:04
3 წუთის საკითხავი
 
er7ak1wmmr5ko1p.jpg

მოძრაობა „გაბედეს“ წევრები უმრავლესობის წევრის, სოფიო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ კილაძისგან სურთ მოისმინონ ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ ამოიღო ხმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდების დარბევაზე.

"ვართ მშვიდობიანად მოსული, გვინდა ქალბატონ სოფიოსთან შესვლა. ეს ადამიანი არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მას ერთი სიტყვა არ უთქვამს, როცა ახალგაზრდებს გვარბევდნენ. სამწუხაროდ, როცა პოლიციამ არ უზრუნველჰყო ჩვენი უსაფრთხოება, მოვედით ჩაფხუტებით, რათა ჩვენი თავი თვითონ დავიცვათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ზედმეტი აგრესია ავირიდოთ. ქალბატონი სოფიოს პირდაპირი მოვალეობაა, ელემენტარული განცხადება მაინც გაეკეთებინა, როცა დაქირავებული ზონდერები გვიპირისპირდებოდნენ. უნდა ვკითხოთ, რატომ არის ჩუმად, თუ ვერაფერს ვერ გავიგებთ მისგან, 41 ვერცხლის მონეტა გვაქვს მოტანილი სიმბოლურად. ვიტყვით, რომ  ამ ქალბატონს სამშობლო აქვს 41 ვერცხლად გაყიდული", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 


close დახურვა