logo
ENG



გაბედეს წევრი: მოულოდნელად დაგვესხნენ თავს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ

03 დეკ 201908:00
3 წუთის საკითხავი
 
9jwft32w4aslsck.jpg

მცხეთის მერიასთან დაშავებული აქციის ორი მონაწილე კვლავ საავადმყოფოში რჩება. მათ თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვთ. ცოტნე ვადაჭკორიას და ლაშა დიაროვს ფიზიკურად მცხეთის მერიის თანამშრომლები და „ქართული ოცნების" მხარდამჭერები გაუსწორდნენ. ლაშა დიაროვს ფიზიკური შეურაცხყოფა მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების" წევრმა ალექსანდრე ორუჯაშვილმა მიაყენა. 

„მოულოდნელად დაგვესხნენ თავს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ. ყველა იდენტიფიცირებულია. სამწუხაროდ, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურის იმედი არ მაქვს“, - განაცხადა დიაროვმა.

ცოტნე ვადაჭკორიას კი ფიზიკურად გაუსწორდა მცხეთის საკრებულოს ყოფილი წევრი და ამჟამად წყალკანალის თანამშრომელი ლექსო ასლანიშვილი. ვადაჭკორიას განცხადებით, ძალადობის მომენტში პოლიცია უმოქმედოდ იყო.

„პოლიციას არანაირი ქმედება განუხორციელებია იმათ მიმართ, ვინც ჩვენზე ფიზიკურად იძალადა. ერთი პირი უკნიდან მომიახლოვდა და ფიზიკური შეხება მოახდინა ჩემზე თავის არეში. ვიცი ვინც არის, ყოფილი საკრებულოს წევრი და ამჟამად წყალკანალის თანამშრომელია“, - აცხადებს „გაბედეს“ წევრი ცოტნე ვადაჭკორია.

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი სამართალდამცველების თვალწინ მოხდა, მოძალადეების მაგივრად, პოლიციამ თავად აქტივისტები დააკავა.

 

 


close დახურვა