მოძრაობა "გაბედეს" წევრები მცხეთაში მომხდარ ინცინდენტში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით პროკურატურას დღეს მიმართავენ. აქტივისტები აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს სამოქალაქო დაპირისპირებაში არ ჩაყვებიან, თუმცა საპროტესტო აქციებს კვლავ გეგმავენ.
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საპროტესტო მუხტი იქნეს შენარჩუნებული. ჩვენ დღეს შევიტანთ პროკურატურაში განცხადებას იმ საქმესთან დაკავშირებით, რომ ეს ახალგაზრდები ზონდერებმა უმოწყალოდ ცემეს. გარდა ამისა, წარმოვადგენთ ვიდეო და ფოტო მტკიცებულებებს და პროკურატურას საქმის გამოძიებისკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა „გაბედეს“ წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა.
მოძრაობა "შეცვალე" კი კონკრეტულ აქტივობებს ჯერ არ აანონსებს, თუმცა 6 დეკემბერს ქუთაისში, ხოლო 9 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის გარდა, აქტივისტები პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმებსაც გამოიყენებენ.