logo
ENG



გაბუნია: შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი იმის გამოა, რომ საახალწლოდ, ცოტა ადამიანი გაიტესტა

03 იან 202115:04
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი იმის გამოა, რომ საახალწლოდ, ცოტა ადამიანი გაიტესტა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება ფიქსირდება, ეს ინფექციის რეალურ კლებას არ გულისხმობს.

როგორც გაბუნიამ განმარტა, სტატისტიკის კლება განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ საახალწლო პერიოდში ძალიან ცოტა ადამიანი იტარებდა ტესტირებას. 

"ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს არა ჭეშმარიტი კლების საფუძველზე, არამედ, იმის გამო, რომ დღესასწაულების პერიოდში, ძალიან ცოტა ადამიანი მივიდოდა ტესტირებისთვის და გადაავადებდა ამას ხვალამდე.

ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში გარკვეული მატება გვექნება, არა იმის გამო, რომ რეალურად მატებაა, არამედ იმიტომ, რომ მეტი შემთხვევა გამოვლინდება... ამდენად, მომდევნო კვირის განმავლობაში ჩვენი მთავარი აქცენტი იქნება გაფართოებულ ტესტირებაზე. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემთხვევები მოიმატებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ცნობისთვის, გამოვლინდა კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი, ჩატარდა 2 795 ტესტი. 


close დახურვა