logo
ENG



გაბუნია: ჯერჯერობით სიკვდილობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება

26 აგვ 202115:35
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ კოვიდით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი არაა. როგორც გაბუნია ამბობს, გარდაცვალება შემთხვევების მატებას მოჰყვება მოგვიანებით, ანუ დაახლოებით ორკვირიანი ინტერვალით.

"როდესაც ჩვენ ორი კვირის წინ გვქონდა შემთხვევების მაღალი რაოდენობა, ეს, რა თქმა უნდა, არის უკვე ის შემთხვევები, რომლებიც დაყოვნებულია, მძიმეა, იმყოფება ხანგრძლივ ჰოსპიტალურ მკურნალობაზე. საუბედუროდ, ასეთ შემთხვევებში გამოსავალი ხშირად არის არაკეთილსაიმედო [...]

ჯერჯერობით სიკვდილობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება, რადგან შემთხვევები, - ჩვენ თუ შევხედავთ ორი კვირის წინ შემთხვევების რაოდენობას, პროგნოზულად აქედან 1,3% არის ჩვენთვის მოსალოდნელი პროპორციული რაოდენობა, რისი მოლოდინიც უნდა გვქონდეს, უბრალოდ, მედიცინამ ჯერჯერობით მეტი შესაძლებლობა ვერ მოძებნა, რომ ამის იქით სიკვდილობა შემცირდეს", - ამბობს გაბუნია.

26 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დადასტურდა 4 128 ახალი შემთხვევა.

ვირუსს გავრცელებიდან დღემდე 7 028 ადამიანი ემსხვერპლა.


close დახურვა