დღევანდელი თარიღი არც კონგრესმენებს გამორჩენიათ. დამოუკიდებლობის დღის მოსალოცად სპეიცალური ვიდეომიმართვა ადამ კინზინგერმაც გაავრცელა.
კონგრესმენი აღნიშნავს, რომ საქართველო შეერთბული შტატებისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ხაზს უსვამს, რომ ამერიკისთვის სასიხარულო იქნება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. ვიმედოვნებ, დღეს საქართველოს ყველა მიღწევას იზეიმებთ. თქვენ ძალზედ მნიშვნელოვანი ხართ შეერთებული შტატებისთვის და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა. გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა კინზინგერმა.
კონგრესმენის ვიდეომიმართვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.