გადაადგილების შეზღუდვამ მოსახლეობას არაერთი პრობლემა შეუქმნა რეგიონებში - რა გეგმა აქვთ რწმუნებულებს მოქალაქეების დასახმარებლად. სამეგრელო-ზემო სვანეთში ადგილობრივებს სურსათითა და მედიკამენტებით მოამარაგებენ. ზუგდიდისა და ფოთის აგრარული ბაზრები დღეიდან მუშაობას ნაწილობრივ დაიწყებენ.
რაჭა-ლეჩხუმის რწმუნებული ამბობს, რომ მოსახლეობის დასახმარებელი პროგრამების განხორციელება უკვე დაიწყეს თუმცა, აგრობაზრების გახსნის საჭიროებას ვერ ხედავს. რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ სხვა რეგიონის რწმუნებულები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
