მსოფლიო ვარსკვლავები პანდემიას მოსახლეობის ინფორმირებით უპირისპირდებიან - ჯულია რობერტსმა სოციალური მედიის საკუთარ გვერდზე ენტონი ფაუჩისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.
ამერიკელი ვარსკვლავი ქვეყნის ნომერ პირველ ინფექციონისტს კოვიდ 19-თან გამკლავების გზებზე ესაუბრა. ინტერვიუ კამპანია „გადაეცი მიკროფონის" ფარგლებში ჩაწერეს.
ვარსკვლავები, რომლებიც პროექტში მონაწილეობენ, ეკონიმიკის და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს მათთვის საინტერესო ვირუსთან დაკავშირებულ თემებზე ესაუბრებიან. კამპანიაში მონაწილეობას პენელოპა კრუზი, სარა ჯესიკა პარკერი და ჰიუ ჯეკმანიც იღებენ.