უკრაინის წარმატებული სამხედრო მოქმედებები გრძელდება. ხარკოვი ოკუპანტებისგან სრულად გაწმენდილია. ოლქის მხრიდან შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვარს მიაღწია. სულ უფრო მეტ დასახლებაში კვლავ აღიმართა უკრაინის სახელმწიფო დროშა. უკრაინა ერთდროულად რამდენიმე პოზიციიდან უტევს. ოკუპანტებს ავიწროებენ და ტერიტორიებს იბრუნებენ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. კიდევ ერთი ოლქი, რომელსაც დიდი სტრატეგიული დანიშნულება აქვს - ხერსონია. უკრაინის ძალები ამ მიმართულებითაც კონტრშეტევაზეა.