გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თითქმის პარალიზებული მოძრაობა და მოსახლეობა, რომელიც გადაადგილებას ვერ ახერხებს. რა ხდება პიკის საათებში მეტროში, - როგორც ჩანს მერიის მაღალჩინოსნებისთვის უცნობია. მგზავრები კი „ფორმულასთან“ საუბარში ამბობენ, რომ ქალაქში გადაადგილება დღის ყველა მონაკვეთში შეზღუდულია. თბილსის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მიაჩნია რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდა სასიხარულოა. „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვაზე, "რატომ უნდა გვიხაროდეს, როცა მეტროთი გადაადგილებას დაახლოებით ორი საათი სჭირდება," ვიცე-მერი პასუხობს, რომ სჯობს დრო დაგვეხარჯოს, ვიდრე დაბინძურებული ჰაერი ვისუნთქოთ.
გადაადგილების პრობლემა ქალაქში ტაქსის რეფორმის შემდეგ გამწვავდა, რადგან რეფორმამ ტაქსის ფასის ღირებულების ზრდამ გამოიწვია. რეგულაციას დამორჩილებულ მძღოლებს ათასობით ლარის გადახდა მოუწიათ. მათ ვინც მერიის მოთხოვნების შესრულება ვერ შეძლეს, ჯარიმები დაეკისრათ. უკვე დაჯარიმებულ 1300 მძღოლის რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში დაჯარიმების გამო, შესაძლოა, ტაქსით მომსახურება კიდევ უფრო გაძვირდეს.
დღეს ექსპერიმენტი ჩაატარა „სამოქალაქო მოძროაბის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. ის მეტროში ჩავიდა და იქიდან მიმართა ქალაქის მერს. ელისაშვილმა მეტროში არსებულ სიტუაციას სატრანსპორტო კოლაფსი უწოდა.