ვერტმფრენი, რომელსაც სახელმწიფო სამაშველო ოპერაციებისთვისაც იყენებს, შესაკეთებელია. შოვის სტიქიიდან დაბრუნებული ტექნიკა ნაწილის შეცვლას საჭიროებს. ბოლო წლების სტიქიების დროს გამოვლინდა, რომ ქვეყანაში სამაშველო ვერტმფრენების დეფიციტია, ახლა კი ირკვევა, რომ ავიაპარკს სარეზერვო ნაწილებიც არა აქვს. ჯიპები ჩინოვნიკებისთვის და პირველადი საჭიროების გაუმართავი ტექნიკა - ოპოზიცია ხელისუფლების არამიზნობრივ ხარჯვაზე ამახვილებს ყურადღებას. ჯერ კიდევ უცნობია, ზუსტი თარიღი, როდის მიიღებს ქვეყანა სამაშველო ვერტმფრენებს, რომელსაც საზოგადოებას 10 წელია ჰპირდება.
გადაუდებელი საჭიროების გაუმართავი ტექნიკა
14 სექ 202320:32
3 წუთის საკითხავი