logo
ENG



გადაუღებელი წვიმის შემდეგ ისრაელში ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან

04 იან 202016:41
3 წუთის საკითხავი
 
85vjt5jztw9ahh4.jpg

გადაუღებელ წვიმას ისრაელში ძლიერი წყალდიდობა და სატრანსპორტო კოლაფსი მოჰყვა. ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში რეკორდული ნალექი და სეტყვა მოვიდა, რასაც თელ-ავივში, ბათ-იამში, რამატგანსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში წყალდიდობა მოჰყვა.

კადრები „ფორმულას“ ადგილობრივებმა მოაწოდეს, რომლებიც აცხადებენ, რომ ასეთი ვითარება რეგიონში უკვე წლებია არ ახსოვთ. მათივე განცხადებით, დატბორილია ქუჩები, ჩაიკეტა რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალი, მათ შორის გზა, რომელიც რამდენიმე ქალაქს ბენ-გურიონის აეროპორტთან აკავშირებს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დატბორილ ქალაქებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 


close დახურვა