მოიკლა თუ არა თავი სპეცრაზმელმა, რომელმაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ავრცელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ამ ინფორმაციას უარყოფს.
"სუს-ი და შსს ამას უარყოფს. ესე იგი, სისხლიან დანაშაულში გამოდის, რომ ორივეს ხელი ურევია. თუ უარყოფენ ამ ინფორმაციას, მაშინ ან დღევანდელი ან გუშინდელი ვიდეო გადაიღონ ამ ადამიანის, სპეცრაზმელის და გააშუქონ. ხალხს დაანახონ რომ მას თავი არ მოუკლია ან არ მოუკლავთ,"- აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, პანკისში 2017 წლის დეკემბერში 26 დეკემბერს ჩატარდა. 19 წლის ახალგაზრდა 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.