„რადიო თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივი გადაცემა „თავისუფლების მონიტორი” 15 თებერვლიდან ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გავა.
გადაცემის ფარგლებში მომზადდება საგამოძიებო ფილმები ისეთ თემებზე, როგორიცაა: კორუფცია, ნეპოტიზმი, სასამართლო სისტემის პრობლემები, მაღალჩინოსნების მილიონები და სხვა. "ფორმულას" ეთერში გასული პირველი გადაცემა ბიძინა ივანიშვილსა და მის გავლენებს შეეხება.
მაყურებელი გადაცემას ყოველ 2 კვირაში ერთხელ იხილავს.