logo
ENG



გადახდის ინტეგრირებული სისტემა მომავალი წლიდან ე.წ. ყვითელ მარშუტკებშიც იმოქმედებს

17 ნოე 202112:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/17/j1bk8fwn92fq14b.jpg

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან მიკროავტობუსებში გადახდის ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდება. 

მისივე თქმით, იანვრიდან შემოვა სააბონემენტო სისტემა, რაზეც ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. 

"იანვრის თვიდან ჩვენ შემოგვაქვს სიახლეები – სააბონემენტო სისტემა. ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. ასევე, იქნება ინტეგრირებული ტარიფი. იცით, რომ მეტროს ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, საათ-ნახევრის განმავლობაში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ავტობუსით, მიკროავტობუსით ყოველგვარი გადასახადების გარეშე. ეს დღევანდელი მოცემულობიდან ყვითელ ე.წ. მარშუტკებზე არ ვრცელდება, თუმცა მომავალი წლიდან მთლიანად იქნება მოწესრიგებული და ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იქნება შესაძლებლობა, გამოიყენოთ ეს ინტეგრირებული ტარიფები", - განაცხადა კალაძემ. 


close დახურვა