ბრიტანეთში დედოფლის ოფიციალურ დაბადების დღეს აღნიშნავენ. ტრადიციული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, უინძორის სასახლეში მცირერიცხოვანი ცერემონია გაიმართა, რომლის დროსაც სამხედრო პერსონალი სოციალური დისტანცირების ზომებს იცავდა.
კარანტინის გამოცხადების შემდეგ ეს საზოგადოებაში ელისაბედ მეორის პირველი გამოჩენა იყო. დაბადების დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული აღლუმი კი დედოფლის მმართველობის ისტორიაში მეორედ გაუქმდა. მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა.
ელისაბედ მეორე 94 წლის 21 აპრილს გახდა, თუმცა მონარქის იუბილეს ოფიციალურად ბრიტანეთში ივნისში აღნიშნავენ.