logo
ENG



გაერთიანებული ოპოზიცია: კანონპროექტს ვენეციის კომისიაში ვაგზავნით

01 დეკ 201917:25
3 წუთის საკითხავი
 
ujxftb082v4vhi9.jpg

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი შეხვედრა იმართება.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, შალვა შავგულიძის განცხადებით, შეხვედრაზე სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

„დღეს ვიმსჯელებთ თუ რა მექანიზმით მივაწვდით კანონპროექტს დასკვნისათვის ოდირს და ვენეციის კომისიას. ასევე ვიმსჯელებთ სად და რა ფორმით გაგრძელდება აქციები. ამ წნეხის გარეშე ხელისუფლებასთან აბსოლუტურად უეფექტოა რაიმე სახის მოქმედება. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ურჩევნია არჩევნები ამ ურთიერთდაპირისპირების ფონზე ჩაატაროს",  - აცხადებს შავგულიძე.

აქციების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავაც.

„კანონპროექტი უკვე მომზადებულია, ვენეციის კომისიაში გაგზავნის პრივილეგია მხოლოდ ხელისუფლებას აქვს, თუმცა ჩვენ ვაპირებთ გავგზავნოთ ოდირში. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, კიდევ ერთხელ მიიღოს აღნიშნული ცვლილებები. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ყველაფერს, ვიდრე დანაპირები არ შესრულდება. ბიძინა ივანიშვილი ამ საპროტესტო მუხტს დაჭერებით ვერ გაანელებს“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

 

 


close დახურვა