ოპოზიცია და საზოგადოება ხვალ ხელისუფლებას ბოლო გაფრთხილებას მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე მისცემს.
განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, საგარეო ორიენტაციისა და მიზნების მიუხედავად, 27 ოპოზოციური პოლიტიკური ძალა, ერთი მოთხოვნის გარშემო გაერთიანდა - ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები განსხვავებული საარჩევნო სისტემით.
პოლიტიკური პარტიების ლიდერები რესპუბლიკის მოედანზე, 19:00 სთ-ზე შეიკრიბებიან. ერთიანი ოპოზიცია, საკუთარ მომხრეებთან ერთად, მსვლელობით პარტლამენტის წინ გადაინაცვლებს და საპროტესტო აქციას შეუერთდება.
ოპოზიციის გადაწყვეტილებით, იგეგმება პარლამენტის პიკეტირება და მომავალ კვირაში დაგეგმილი პლენარული სხდომების ჩაშლა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა აქცია ისევ ძალადობრივი გზით დაარბიოს, მაგრამ, ამის მიუხედავად, პროტეტი არ შეწყდება. 18 ნოემბრის სცენარის განმეორებას არც მმართველ გუნდში გამორიცხავენ.
მასშტაბურ საპროტესტო აქციამდე ოპოზიცია კონსულტაციებზე კიდევ ერთხელ შეიკრიბება. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.