logo
ENG



გაერო: უკრაინაში ომს მინიმუმ 847 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

19 მარ 202222:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/19/ibzdgvs979mr94d.jpg

გაეროს უკრაინის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე მინიმუმ 847 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის 64 ბავშვია.

გაეროს ცნობით, დაშავებულია 1 399 უკრაინელი, მათგან 78 ბავშვია. დაზიანებების მთავარი წყარო დასახლებულ პუნქტებზე დაბომბვა და საჰაერო იერიშებია.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ბევრად მაღალია, მაგრამ დაზუსტებული ინფორმაციის მიღება მიმდინარე შეტაკებების გამო დაგვიანებით ხდება. აღნიშნული განსაკუთრებით რელევანტურია დონეცკის, ხარკოვის, ლუგანსკისა და სუმის რეგიონების შემთხვევაში.

გაეროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია უკრაინის გენერალური პროკურატურის გამოქვეყნებული მონაცემებიც. პროკურატურის განცხადებით უკრაინაში ომის დაწყების დღიდან 112 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი კი დაიჭრა.


close დახურვა