გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი 18 აგვისტოს, ქალაქ ლვივში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
"გენერალური მდივანი ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით, ლვივში ჩავა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი", - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა.