გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა.
გუტიერეშმა პუტინს განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა სრულად ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდების კონსტიტუციას.
გუტიერეშმა აღნიშნა, რომ ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობით.
ამასთანავე, გუტიერეშმა თქვა, რომ სურს ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინა, რუსეთი და გაერო შევლენ და რომელიც კოორდინაციას გაუწევს ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას.