logo
ENG



გაეროს სათავო ოფისის ქვეშ ჰამასის სამხედრო ობიექტი აღმოვაჩინეთ - ისრაელი

11 თებ 202400:04
3 წუთის საკითხავი
clock 823
2024/02/11/jdaoehc32llnyk3.png

ისრაელის ინფორმაციით, სამხედროებმა გაეროს სათავო ოფისის ქვეშ აღმოაჩინეს ჰამასის სამხედრო ობიექტი, რომელსაც საკომუნიკაციო ცენტრად იყენებდნენ. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

რაც შეეხება გაეროს ოფისს, საუბარია იმ ოფისზე რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს ეხმარებოდა.

მედია წერს, რომ მიწისქვეშა ცენტრი დაკომპლექტებული იყო პირადი ელექტრო ქვესადგურით, კვების ბლოკებით და საცხოვრებელი ფართებით, რომლებიც განკუთვნილი იყო ტერორისტებისთვის - ისინი კომპიუტერულ სერვერებს მართავდნენ.

აღმოჩენილი ობიექტის საჩვენებლად ისრაელმა ადგილზე ჟურნალისტებიც მიიწვია, სამხედროებმა მედიების წარმომადგენლებს ტერიტორია დაათვალიერებინეს.


close დახურვა