Reuters-ის ცნობით, გაეროს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ისრაელის მხრიდან პალესტინელთა ტერიტორიის ოკუპაცია, რომელიც ათწლეულების მანძილზე გრძელდება, უკანონოა და უნდა დასრულდეს.
ამასთან, გაეროს სასამართლოს - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) საკონსულტაციო დასკვნაში ნათქვამია, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს, რათა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი დასრულდეს.
საქმის განხილვა გაეროს გენერალური ასამბლეის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა, რომელიც სასამართლოს ღაზის სექტორში ახლა მიმდინარე ომამდე წარედგინა.
პალესტინელთა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.