logo
ENG



გაეროსა და წითელი ჯვრის კოლონა უკრაინელების ევაკუაციის მიზნით აზოვსტალისკენ მიემართება

06 მაი 202201:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/r1pwapil5qs9kdr.jpg
Reuters

მარიუპოლის აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნისკენ მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით გაეროსა და წითელი ჯვრის კოლონა მიემართება. ინფორმაციას გაეროს ჰუმანიტარული ხელმძღვანელი მარტინ გრიფიტი ავრცელებს.

ჰუმანიტარული კოლონა ადგილზე სავარაუდოდ დილით ჩავა.

გრიფიტის თქმით, გუშინ გაერომ და წითელმა ჯვარმა მარიუპოლის სხვადასხვა ნაწილიდან 340-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია შეძლეს.

„დღეს, ახლა როცა ვსაუბრობთ, კოლონა მიემგზავრება, რომ აზოვსტალამდე ხვალ დილისთვის მიაღწიოს. იმედი გვაქვს გამოვიყვანთ იმ მოქალაქეებს, ვინც იმ საზარელ ჯოჯოხეთში რჩება, სადაც ბევრი კვირისა და თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მათ უსაფრთხო ადგილას გადავიყვანთ“ - განაცხადა გრიფიტმა.

არსებული ინფორმაციით, 200-მდე მოქალაქე, მათ შორის მინიმუმ 20 ბავშვი ჯერ კიდევ ქარხნის ქვეშაა და გამოსვლას ვერ ახერხებს.

 

close დახურვა