„ფორმულას“ ინფორმაცია, რომ სერგეი გავრილოვის ჩამოყვანის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზაქარია ქუცნაშვილი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ინიშნებოდა დღეს დადასტურდა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ვაკანტური პოსტის დასაკავებლად განაცხადი ნამდვილად შეიტანა, თუმცა კონკურსში მონაწილე ხუთივე წევრი კონკურსს გამოეთიშა.
ხათუნა მაისაშვილი, რომელიც წინა კონკურსის დროს მონაწილეობას იღებდა და რომელმაც ყველა შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარა, დღეს ამბობს, რომ ალბათ, ზაქარია ქუცნაშვილთან დამარცხდა.
დღეს ქუცნაშვილმა „ფორმულას“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის, რომ ზაქარია ქუცნაშვილს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოსტის დაკავება სურს და მას ივანიშვილმა მას გაწეული სამსახური დაუფასა. უმრავლესობაში კი ამ ფაქტს უარყოფენ.
მარეგულირებელ კომისიაში ვაკანტური ადგილი 3 ოქტომბრიდანაა, მას შემდეგ რაც ტელეწამყვანის ნათია ლაზაშვილის ქმარმა გიორგი ფრუიძემ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ინტერესთა კონფლიქტის გამო დატოვა.