logo
ENG



გავრილოვის ღამეს დაზარალებულები ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ

28 ოქტ 201920:26
3 წუთის საკითხავი
 
mefvkkv8g6ef695.jpg

20 ივნისს დაზარალებული მოქალაქეები მართლმსაჯულებაში ორმაგი სტანდარტის შესახებ საუბრობენ. პროკურატურის შემდეგ სასამართლომ 20 ივნისს დაშავებულ 16 მოქალაქეს დაზარალებულის სტატუსზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ზეპირი განხილვის საფუძველზე მიიღო. ძალოვანი უწყების მსგავსად, სასტიკი დარბევის მონაწილეების საქმეზე, სასამართლომაც მიიჩნია, რომ დანაშაული ჯერ გამოკვეთილი არ არის. 

დაზარალებულის სტატუსის გარეშეა 8 ჟურნალისტი და პირები, რომლებსაც სპეც. რაზმი დამიზნებით ესროდა. სტატუსზე სასამართლომ უარი უთხრა მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს - ორივე მათგანმა აქციის დარბევისას თვალი დაკარგა. ამ ფონზე დაზარალებულად აღიარებულია 67 სამართალდამცველი.  

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება. შესაბამისად, „გავრილოვის ღამით“ დაზარალებულებს მხოლოდ ერთი გზა დარჩათ. საკუთარი უფლებების დასაცავად  ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართონ.  


close დახურვა