logo
ENG



გავრცელებული ინფორმაციით, თელავში საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს, მას პოლიციელმა ესროლა

26 დეკ 202002:25
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/26/goagay9o42slzn7.jpg

თელავის მუნიციპალიტეტ სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა. მოკლულია თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილია.

დაჭრილია მერიის მაღალჩინოსანიც.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფორმულა დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა, მათ განცხადებას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა