უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გამოცემა ArmyINFORM-ის კორესპონდენტი, ალექსანდრ შულმანი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი დაჭრილია.
გავრცელებული ინფორმაციით, გენერალი გერასიმოვი იზიუმის სიახლოვეს დაიჭრა.
„რუსეთის ფედერაციის გენერალი ვალერი გერასიმოვი -მე-300
„დაუსრულებელი“, თუმცა მაინც სასიამოვნოა“ - სოციალურ ქსელში წერს შულმანი.
გერასიმოვის დაჭრაზე რუსულ წყაროზე დაყრდნობით, უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტი არსენ ავაკოვიც წერს. ავაკოვი ამბობს, რომ რუსმა გენერალმა ქალაქ იზიუმში "მარჯვენა წვივის არეში ჭრილობა მიიღო, თუმცა ფეხის მოტეხილობის გარეშე".
გერასიმოვის დაჭრის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ.
რამდენიმე დღის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ძალების მობილიზება ხარკივის რეგიონის ქალაქ იზიუმში დაიწყო, რომელიც ქალაქი ხარკივის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იზიუმში ჩავიდა, რათა მორიგ შეტევას თავად უხელმძღვანელოს.